ტრენინგზე მოვაწესრიგე საქაღალდეები, გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. ავტვირთეთ ბლოგზე. საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა ტრენინგი. მადლობა ამისათვის ჩვენს ტრენერს და ასევე ყ ველა კოლეგას.
Sunday, November 1, 2015
მე-8 ტრენინგ-მოდულის რეფლექსია
ამ ტრენინგზე ვიმუშავეთ იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ დიფერენცირებულად სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებთან.
მე-7 მოდულის რეფლექსია
ამ ტრენინგზე დავასრულეთ სლაიდებზე მუშაობა, მოვაწესრიგეთ პორტფოლიო.
გადავხეეთ თუ რაიმე შესასწორებელი და დასამთავრებელი იყო დავამთავრეთ.
გადავხეეთ თუ რაიმე შესასწორებელი და დასამთავრებელი იყო დავამთავრეთ.
მე-5 და მე-6 ტრენინგ დღეები
ტრენინგზე ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე, შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი და თემის ირგვლივ მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაცია პოვერპოინტში. ვისწავლე სურათების მოძებნა და ჩასმა. ასევე მოძიებული მასალების მისამართების მითითება, რათა დაცული იქნეს საავტორო უფლებები.
მე-4 ტრენინდღის რეფლექსია
ამ ტრენინგზე ვიმუშავე შეფასების სისტემაზე. შეფასება არის ორგვარი განმავითარებელი და განმსაზღვრელი.დავადგინე პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რა ცოდნას და უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდნენ მოსწავლეები. განვსაზღვრე მოსწავლეთა საჭიროებები. ამის შემდეგ მეცოდინება რა სჭირდებათ მოსწავლეებს პროექტიზე მუშაობისათვის, რაც ხელს შეუწყობს პროექტის განხორციელებას.
მესამე ტრენინგის რეფლექსია
ტრენინგზე პროექტის თემას მივუსადაგე საგნობრივი სტანდარტები. ჩამოვაყალიბე მიზნები, ვისწავლე რომ მიზნები და აქტივობები უნდა იყოს კონკრეტული, ადვილად გასაგები. შევიმუშავე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შევეცადე პროექტის მიზნები და აქტივობები პასუხობდეს 21 საუკუნის უნარ - ჩვევებს.ვფიქრობ დღეს პროდუქტიულად ვიმუშავე.
Subscribe to:
Posts (Atom)